დღეს ნიკო გომელაურს 48 წელი შეუსრულდებოდა

საქართველო, თბილისი - 10:55 | 12.07.2018
ნანახია: 1718

დღეს ნიკო გომელაური 48 წლის გახდებოდა. ცნობილი ქართველი მსახიობი და პოეტი ნიკოლოზ (ნიკო) გომელაური  1970 წლის 12 ივლისს დაიბადა.

1992 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა გრიბოედოვის თეატრსა და თავისუფალ თეატრში. იყო კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი.

2009 წელს მას აღმოუჩინეს ფილტვის კიბო. გარდაიცვალა 2010 წლის 13 აპრილს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.

2011 წელს რეჟისორმა გიორგი ბერიძემ გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ნიკო... აპლოდისმენტები“, რომელიც ნიკო გომელაურის შემოქმედებას ეძღვნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე