დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე რჩება

საქართველო, თბილისი - 10:38 | 12.07.2018
ნანახია: 665

დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე რჩება

როგორც მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებული გუნდის წარდგენისას განაცხადა, დავით ზალკალიანი ინარჩუნებს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს.

„საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე რჩება დავით ზალკალიანი, სამწუხაროდ, ის დღეს ვერ ესწრება დღევანდელ ბრიფინგს, იცით, რომ ბრიუსელში მიმდინარეობს ისტორიული მნიშვნელობის სამიტი, სადაც ჩვენი დიპლომატები ძალიან აქტიურად მუშაობენ და მინდა, დავით ზალკალიანსაც წარმატება ვუსურვო მის პროფესიულ საქმიანობაში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე