პრემიერ-მინისტრმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა

საქართველო, თბილისი - 10:35 | 12.07.2018
ნანახია: 631

მთავრობის განახლებული შემადგენლობა ცნობილია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დღეს ოფიციალურად დაასახელა.

მთავრობის შემადგენლობაში სამი ახალი სახე იქნება, ხოლო მინისტრთა ნაწილი თანამდებობებს ინარჩუნებენ:

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  – გიორგი ქობულია;

ფინანსთა მინისტრი  – ივანე მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, რომ სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მთავრობის შემადგენლობაში 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება, მანამდე კი, აღნიშნული რაოდენობა 14 იყო. ცვლილებების შედეგად, რამდენიმე უწყება გაერთიანდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე