მაკრონი მოსკოვში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს დაესწრება

საქართველო, თბილისი - 17:11 | 11.07.2018
ნანახია: 733

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კვირას მოსკოვში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს დაესწრება. ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

ემანუელ მაკრონი მოსკოვში მეუღლესთან ერთად ჩავა. საფრანგეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ჩემპიონატს საფრანგეთი მოიგებს.

წელს მაკრონის ეს ​უკვე მესამე ვიზიტია რუსეთში. მაისის ბოლოს საფრანგეთის პრეზიდენტმა სანქტ-პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, 10 ივლისს კი ის ნახევარფინალურ მატჩს დაესწრო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე