გერმანია თავისუფალი ქვეყანაა - მერკელი ტრამპს პასუხობს

საქართველო, თბილისი - 16:58 | 11.07.2018
ნანახია: 784

განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი გერმანიას სრულად აკონტროლებს  და აღნიშნა რომ გერმანია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს.

„მინდა ვთქვა, რომ მე თვითონ ვარ მოწმე გერმანიის ნაწილს როგორ აკონტრიოლებდა საბჭოთა კავშირი. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ერთიანი და თავისუფალი ქვეყანა გვაქვს. და ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვატარებთ ჩვენს დამოუკიდებელ პოლიტიკას და ვიღებთ გადაწყვეტილებებს“, - განუცხადა მერკელმა ჟურნალისტებს ნატოს სამიტზე.

მისი თქმით, გერმანია ვალშია ნატოს წინაშე, ის რომ გერმანია გაერთიანდა, რომ ევროპა დღეს ერთიანია, ნატოს უკავშირდება.

„მაგრამ გერმანიაც ნატოსთვის ბევრს აკეთებს“, - აღნიშნა მერკელმა. მისი განცხადებით გერმანიის სამხედრო კონტიგენტი ნატოში ყველაზე დიდია, ასევე ალიანსის თავდაცვაზე  გერმანიის სამხედრო პოტენციალის დიდი ნაწილი მოდის და ავღანეთის მისიაში აქტიურად მონაწილეობს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიას რუსეთის ტყვე უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთი გერმანიას ენერგეტიკის რესურსების გამოყენებით აკონტროლებს.

“გერმანის რუსეთის ტყვეა. რადგან გერმანია რუსეთისგან ძალიან ბევრ ენერგიას იღებს“,-  განაცხადა ტრამპმა ნატოს სამიტის დაწყებამდე ბრიუსელში.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე