მაიკლ ჯექსონის მამას შვილის კასტრაციაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 16:35 | 11.07.2018
ნანახია: 2710

პოპ- მომღერლის მაიკლ ჯექსონის მამის ექიმმა კონრად მიურეიმ გაზეთ  The Sun-თან აღიარა, რომ ბავშვობაში მომღერალს ჰორმონალურ ინექციებს უკეთებდნენ. სამედიცინო პროცედურებს ბიჭს მამის ნებართვით უკეთებდნენ.

ჰორმონალური თერაპია ჯექსონს ეხმარებოდა კანის გამონაყარის  დაძლევაში. ჰორმონალური ინექციები ქმნიდნენ ქიმიური კასტრაციის ეფექტს და აჩერებდნენ ხმის ცვლილების პროცესს.

კონრად მიურეი ჰორმონალური ცვილებების თერაპიის შესახებ ჯექსონის მამის გარდაცვალების შემდეგ ალაპარაკდა. ჯოზეფ ჯექსონი პანკრეასის სიმსივნის ბოლო სტადიის დიაგნოზით ივნისის ბოლოს გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე