რუსეთის დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

საქართველო, თბილისი - 15:37 | 11.07.2018
ნანახია: 721

რუსეთის დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზი დატოვა, ანტირუსული რეზოლუციის ხმის მიცემის დროს რეგლამენტის დარღვევასთან დაკავშირებით. განაცხადა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა და სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა პიოტრ ტოლსტოიმ. 

"ჩვენ დავტოვეთ ეუთოს სხდომა რეგლამენტის უხეში დარღვევების გამო, რომელიც დაშვებულ იქნა სამდივნოსა და ეუთოს წარმომადგენლების მიერ. რუსეთის დელეგაცია მიიჩნევს, რომ ეუთოს სხდომაზე რიგი დეპუტატების არყოფნა, რეზოლუციის ავტორებისა და თანაავტორებისა, რომლებიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, არ იქნა სათანადოდ გაფორმებული, როგორც ეს გათვალისწინებული იყო რეგლამენტის მიხედვით“ - განაცხადა ტოლსტოიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე