გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ პრეზიდენტად აირჩია

საქართველო, თბილისი - 15:33 | 11.07.2018
ნანახია: 740

ბერლინში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 27-ე ყოველწლიური სესია დასრულდა. ხუთი დღის განმავლობაში, საპარლამენტო ფორუმზე 57 ქვეყნის 300-მდე დელეგატმა, ეუთოს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა და შესაბამისი რეზოლუციები მიიღო.

სესიის ბოლო დღე ბერლინის დეკლარაციის მიღებას და ორგანიზაციის საკადრო საკითხების გადაწყვეტას დაეთმო. ფარული კენჭისყრის შედეგად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გიგი წერეთელი, ერთი წლის ვადით, პრეზიდენტად აირჩია. 

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მოვალეობას გიგი წერეთელი 2017 წლის ნოემბრიდან ასრულებდა, მას შემდეგ რაც მოქმედი პრეზიდენტის, ავსტრიის პარლამენტის წევრის, კრისტინე მუტონენის პარტიამ არჩევნების შედეგად საკმარისი ხმები ვერ მიიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე