9 შვილის მამამ 35 წლის შემდეგ შეიტყო, რომ უნაყოფო იყო

საქართველო, თბილისი - 15:17 | 11.07.2018
ნანახია: 1536

მაროკოს ქალაქ სიდი სლიმანის მკვიდრი, ცხრა შვილის მამა შოკში ჩავარდა, როდესაც შეიტყო, რომ ცხრავე შვილი, რომლებსაც 35 წლის განმავლობაში ზრდიდა, მისი ნადვილი შვილები არ ყოფილან.

დრამა მას შემდეგ დაიწყო, რაც 60 წლამდე მამაკაცმა სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევის ჩატარება გადაწყვიტა. ექიმებმა რამდენიმე ანალიზი გაუკეთეს და დაადგინეს, რომ ის უნაყოფო იყო. ექიმების აზრით, პაციენტის სპერმა დაბადებიდანვე უფუნქციო იყო.

მაროკოელი სამედიცინო დასკვნას არ დაეთანხმა და სხვა კლინიკებს მიმართა. თუმცა სხვა ექიმებმაც უნაყოფობის დიაგნოზი დაუდასტურეს.

მამაკაცმა განქორწინების შესახებ სასამართლოში განცხადება შეიტანა და მოსამართლეს სთხოვა მისთვის მშობლის უფლება ჩამოერთვათ. აღსანიშნავია, რომ საშინელი შედეგები, შესაძლოა, მოღალატე ცოლისთვის დადგეს: ადგილობრივი კანონების თანახმად, ცოლ-ქმრული ღალატისთვის ის შესაძლოა, ციხეში აღმოჩნდეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე