არასრულწლოვანი მოწმეებისგან არის ახალი დეტალები - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 14:46 | 11.07.2018
ნანახია: 816

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, „ხორავას ქუჩის“ საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, მამუკა მდინარაძე, აცხადებს, რომ „არასრულწლოვანი მოწმეებისგან არის ახალი დეტალები“.

ამის შესახებ განცხადება მან დრეს კომისიის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, არასრულწლოვანი მოწმეებისგან და თვითმხილველებისგან, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში იკითხება, არის გარკვეული ახალი დეტალები, მაგრამ, მისივე თქმით, „მნიშვნელოვანი ხელშესახები, რამაც შეიძლება, ხორავას ქუჩის საქმეზე კომისიას რადიკალური დასკვნის შესაძლებლობა მისცეს, ასეთი ჯერ არ გამოკვეთილა“.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ექსპერტებს დახურული ფორმატით უსმენენ იმ არგუმენტით, რომ მათ დელიკატურ თემებზე მოუწევთ საუბარი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე