ადრე თუ გვიან საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან - ანჯეი დუდა

საქართველო, თბილისი - 14:42 | 11.07.2018
ნანახია: 858

საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
„იმედი მაქვს  და მჯერა რომ ადრე თუ გვიან, ისინი (საქართველო და უკარინა) ევროატლანტიკური საზოგადოების წევრები გახდებიან, არა მეგობრობის თვალსაზრისით, არამედ იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ალიანსის წევრები გახდებიან“, - აღნიშნა დუდამ.

მისი თქმით, ნატოს უფრო ეფექტური მმართველობა სჭირდება.

 „ყველამ, ვისაც რაიმე განზრახვა ჰქონდა დაენგრია საერთაშორისო უსაფრთხოება, უნდა იცოდეს, რომ ნატო ერთიანია, რომ ჩვენ ერთად ვართ, რომ არ არსებობს ევროატლანტიკურ ალიანსში არანაირი დაპირისპირება“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე