მახო, გემუდარები, სიმართლე თქვი შვილო - სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დედა

საქართველო, თბილისი - 13:41 | 11.07.2018
ნანახია: 1485

„მახო, გემუდარები, სიმართლე თქვი შვილო. სიმართლე თქვი, მარტო ამას გთხოვ“, – ამ სიტყვებით მიმართა ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს დედამ, მარიამ მარტიაშვილმა.

ამ წუთებში, მცხეთის რაიონულ სასამართლოში კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. 

როგორც ბრალდებული აცხადებს, მკვლელობა მას არ ჩაუდენია და სმიტები ორმა უცხოელმა მამაკაცმა მოკლა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე