მესტიაში 23 წლის ბიჭი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 13:10 | 11.07.2018
ნანახია: 1046

მესტიაში 23 წლის ახალგაზრდა, ლუკა ფალიანი მოკლეს. არსებული ინფრომაციით, ის შელაპარაკების ნიადაგზე, მესტიის ცენტრში მოკლეს. 

მოკლულ ახალგაზრდას გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავის ვინაობა სამართალდამცველებისთვის ცნობილია და მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები ტარდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე