ლენტეხის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში ვეტმფრენი ჩაერთვება

საქართველო, თბილისი - 13:07 | 11.07.2018
ნანახია: 851

ლენტეხში, სოფელ ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება. ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა. 

ურთულესი რელიეფის გამო ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს. არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი მთის ზედა საფარზე გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების აქტიური რეაგირების შედეგად ცეცხლი დიდ ფართობზე არ გადასულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მოახდინა დამატებითი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება. ადგილზე მობილიებულია დამატებითი ჯგუფები თბილისიდან, იმერეთის რეგიონიდა.

ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი. ასევე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის  სატყეო სამსახურის თანამშრომლები.

ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე