რუსეთი გერმანიას სრულად აკონტროლებს - დონალდ ტრამპი

საქართველო, თბილისი - 12:56 | 11.07.2018
ნანახია: 1000

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანიას რუსეთი სრულად აკონტროლებს.

გერმანია რუსეთს წელიწადში მილიარდობით დოლარს უხდის, ჩვენ კი ამ ქვეყანას რუსეთისგან ვიცავთ. ისინი აშენებენ გაზსადენს, რომლის მიზანია რუსეთის ხაზინაში მილიარდობით დოლარის გადახდა. ვფიქრობ, რომ ეს სრულებით მიუღებელია“, - განაცხადა ტრამპმა.

მან აღნიშნა, რომ გერმანია ნატო-ში 1 პროცენტზე ოდნავ მეტს იხდის. მან მსგავს სიტუაციას უსამართლო უწოდა.

მანამდე ტრამპმა გერმანია უკევ გააკრიტიკა თავდაცვაზე არასაკმარისი ხარჯების გაწევასა და რუსულ გაზზე გაცილებით მეტი თანხის გადახდაში.

მისი თქმით, გერმანია, როგორც ევროკავშირის ყველაზე დიდი ქვეყანა, თავდაცვაზე ყველაზე ნაკლებ თანხას ხარჯავს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე