პროკურატურა სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 12:30 | 11.07.2018
ნანახია: 789

სასამართლოში სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის დაკავებული ახალგაზრდის პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ. ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს.

გამოძიების ვერსიით, მალხაზ კობაურმა ჯერ რაინ სმიტი მოკლა, შემდეგ 4 წლის ბავშვს ესროლა.

პროკურორმა ვდავით ყაზარაშვილის განმარტებით, ხადას ხეობაში მკვლელობა 20 წლის მწყემსმა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ჩაიდინა. ბრალდების მხარის თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ხეობაში გადაადგილებისას, რაინ სმიტმა სავარაუდოდ, შენიშვნა მისცა მწყემსს სანადირო თოფთან დაკავშირებით.

„დანაშაულის მოტივი, როგორც დღეის მდგომარეობით გამოიკვეთა, ეს არის ურთიერთშელაპარაკება. საფუძველს სასამართლოშიც მოისმენთ. ეს იყო იარაღის მოხმარების წესის დარღვევა, რაც არ მოეწონა გარდაცვლილ პიროვნებას, ანუ ეს პიროვნება ამ იარაღს ისე ატარებდა, რომ შეიძლება, საფრთხე შექმნოდა ბავშვს, რომელიც იმყოფებოდა მის გვერდით, რის გამოც მან მიიღო შენიშვნა და სწორედ ამის გამო მოხდა შელაპარაკება,“- განაცხადა პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა.

ადვოკატის თქმით, დაკავებული ამ ვერსიას არ ეთანხმება და საქმეში სხვა პირების მონაწილეობაზეც საუბრობს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე