საბერძნეთი ორი რუს დიპლომატს აძევებს

საქართველო, თბილისი - 12:19 | 11.07.2018
ნანახია: 1113

საბერძნეთის ხელისუფლება ორ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს, კიდევ ორს კი ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს. მათ ქვეყნის საშინაო საქმეებსა და საბერძნეთის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩარევაში ადანაშულებენ.

მედიის ცნობით, ათენი რუს დიპლომატებს ინფრომაციების შეგროვებასა და გავრცელებაში, ასევე სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვაში ადანაშაულებს.

მედიის ინფორმაციით, დიპლომატების გაძევება პასუხია  რუსეთის მხრიდან საბერძნეთზე გავლენის მცდელობაზე. ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ ამ ზომების მიუხედავად, საბერძნეთი რუსეთთან თანამშრომლობის გაგრძელებას იმედოვნებს, რაც ხელისუფლების თქმით,  სუვერენიტეტის პატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე