მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლი მოკვდა

საქართველო, თბილისი - 11:32 | 11.07.2018
ნანახია: 1452

ინგლისური ბულდოგი ჟა ჟა, რომელიც გასულ თვეს მსოფლიოს ყველაზე მახინჯ ძაღლად დასახელდა, მოკვდა.

ძაღლის პატრონის მეგან ბრეინარდის თქმით, ცხრა წლის ძაღლი ძილში მოკვდა.

კონკურსი „მსოფლიოს ყველაზე მახინჯი ძაღლი“ კალიფორნიაში 23 ივნისს გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ასაკის 10-ზე მეტმა შინაურმა ცხოველმა. ძაღლები  1500 დოლარის ღირებულების პრიზისა და ნიუ იორკში მოგზაურობისთვის იბრძოდნენ.

კონკურსი ქალაქ  პეთალუმაში ყოველ წელს იმართება. ჟიურის წევრები ითვალისწინებენ არამხოლოდ  ძაღლების გარეგნობას, არამედ მათ თვისებებსაც.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე