ძვირფასო ამერიკა, დააფასე შენი მოკავშირეები - ტუსკი ტრამპს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 17:25 | 10.07.2018
ნანახია: 864

ევროსაბჭოს ხელმძღვანელი დონალდ ტუსკი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს Twitter-ით მიმართავს და არწმუნებს, რომ ბრიუსელი ვაშინგტონის ყველაზე ერთგული მოკავშირეა.

მანამდე ტრამპმა თავის ექაუნთში დაწერა, რომ ევროპაში ნატო-ს სამიტზე მიდის. ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ თავდაცვაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დანარჩენ წევრებზე მეტს ხარჯავს. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-მა ევროკავშირთან ვაჭრობისთვის 151 მლნ დოლარი დაკარგა.

ტუსკმა თავის მხრივ დაწერა, რომ აშშ-ს არ ყავს და არ ეყოლება უკეთესი მოკავშირე, ვიდრე ევროკავშირია.

 „ჩვენ თავდაცვაზე იმაზე მეტს ვხარჯავთ, ვიდრე რუსეთი და იმდენივეს, რამდენსაც ჩინეთი“, - განაცხადა ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ ტრამპს ეჭვი არ უნდა შეეპაროს იმაში, რომ ეს ხარჯები - ინვესტიციებია ევროკავშირისა და აშშ-ის უსაფრთხოებაში.

„ძვირფასო ამერიკა, დააფასე შენი მოკავშირეები, ბოლოსდაბოლოს შენ ისინი ხომ ბევრი არ გყავს. ძვირფასო ევროპა, დახარჯე მეტი შენს თავდაცვაზე, რადგან ყველა პატივს სცემს კარგად მომზადებულ და აღჭურვილ მოკავშირეებს“, - ნათქვამია ტუსკის მიმართვაში.

ნატო-ს სამიტი ბრიუსელში 11-12 ივლისს იმართება.


 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე