უკრაინა ხორვატი ფეხბურთელების მიმართ ფიფას მიერ დაწესებულ ჯარიმას გადაიხდის

საქართველო, თბილისი - 15:19 | 10.07.2018
ნანახია: 1279

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა ფიფას მიერ დაწესებული ჯარიმა დაფაროს, რომელიც ხეორვატიული გუნდის ერთ-ერთ ტრენერს, ფიფამ უკრაინის მხარდამჭერი ტექსტის გამო დაუწესა.

„მე პირადად და ფეხბურთის ფედერაციამ მივიღეთ გადაწყვეტილება ოგნენ ვუკოევიჩს დავუფაროთ ის ჯარიმა, რომელიც მას დაეკისრა და თანხმობის შემთხვევაში გვინდა შევთავაზოთ მას მუშაობა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციაში“ - განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიული გუნდის რუსეთთან გამარჯვების შემდეგ ხორვატიის ნაკრების მცვველმა დომაგოი ვიდამ და ერთ-ერთმა ტრენერმა ოგნენ ვუკოევიჩმა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ერთად თამაშობდნენ კიევის დინამოში, გამაოქვეყნეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ისინი ხმამაღლა ყვირიან „დიდება უკრაინას“.

ფიფამ ჩაატარა გამოძიება და გამოიტანა განაჩენი ვიდას და ვუკოევიჩის წინააღმდეგ ჯარიმის სახით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე