ჯონი დეპს ძალადობაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 14:44 | 10.07.2018
ნანახია: 177

ფილმ „სიცრუის ქალაქის“ გადასაღები მოედნის ადმინისტრატორი მსახიობ ჯონი დეპს ძალადობისთვის უჩივის.  

მომჩივან გრეგ ბრუკსის თქმით, დეპმა ნეკნებში ორჯერ ძლიერად დაარტყა მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ გადაღებები მთელი დღით გადაიდო.

შემდეგ კი ბრუკსს ყვირილი დაუწყო და ჩერდებოდა, ვიდრე დაცვის წევრებმა გადასაღები მოედნიდან არ გაიყვანეს. ბრუკსი ამტკიცებს, რომ ინციდენტი 2017 წლის აპრილში ფილმის გადასაღებ მოედანზე, ლოს ანჯელესის რაიონში მოხდა.

ბრუკსის განცხადებით, დეპს ალკოჰოლის სუნი ასდიოდა, მუშაობის დროს კი სვამდა და ნარკოტიკებს იღებდა.

ასევე თითქოს ბრუკსი გაათავისუფლეს მას შემდეგ რაც მან უარი თქვა კინოკომპანია Good Films и Infinitum Nihil-ის მიმართ პრეტენზიების არარსებობის შესახებ განცხადებას ხელი არ მოაწერა.

მსახიობის წარმომადგენლებს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე