ჯორჯ ქლუნი ავარიაში მოყვა

საქართველო, თბილისი - 13:56 | 10.07.2018
ნანახია: 1725

ჰოლივუდის 57 წლის მსახიობი ჯორჯ ქლუნი კუნძულ სარდინიაზე ავტოავარიაში მოყვა. ამის შესახებ The Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ცნობით, მსახიობი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, ავტომობილს დაეჯახა. გამოცემის ინფორმაციით, ავარია ავტომობილის მძღოლის მიზეზით მოხდა, რომელმაც მანქანა მოულოდნელად მოაბრუნა.

არსებული ინფორმაციით, ქლუნის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტი კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოხდა.

ზაფხულს ქლუნი და მისი ცოლი ამალი კუნძულ სარდინიაზე ატარებენ. სადაც მსახიობი მუშაობს ჯოზეფ ჰელერის რომანის „მახე-22“-ის ეკრანიზაციაზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე