გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოება ხდება

საქართველო, თბილისი - 13:17 | 10.07.2018
ნანახია: 751

შს მინისტრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოება ხდება ცალკეული დანაშაულებისთვის.

როგორც ბრიფინგზე მეზვრიშვილმა აღნიშნა, ასევე, შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულია პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ნაცვლად დღეს არსებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა.

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც ამჟამად პარლამენტში განიხილება. კანონპროექტის მიხედვით:

ü  მკაცრდება სასჯელი ოჯახში ძალადობაზე;

ü  გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოება ხდება ცალკეული დანაშაულებისთვის;

ü  მკაცრდება სასჯელი ოჯახური დანაშაულის განმეორებით ჩადენისათვის;

ü  შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულია პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ნაცვლად დღეს არსებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე