რუსი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების წინ ამიაკს ყნოსავდნენ - Bild-ი

საქართველო, თბილისი - 18:02 | 09.07.2018
ნანახია: 1702

რუსი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების წინ დოპინგს მოიხმარდნენ. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.

გამოცემების Bild-სა და Süddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, რუსი მოთამაშეები ამიაკს ყნოსავდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფში  ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრებების  წინააღმდეგ მატჩების დაწყებამდე .

გერმანული მედიის ცნობით, ამიაკი ფეხბურთელებს მოწინააღმდეგეზე ფიზიკურ უპირატესობას მატებდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ნივთიერება არ შედის აკრძალული პრეპარატების სიაში, თუმცა ბიომედიცინისა და ფარმაცევტული კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლის ფრიც სერგელის თქმით, მსგავსი ეფექტი აქვს.

2018 წლის მსოფლიო  ჩემპიონატზე ფეხბურთში რუსეთის ნაკრებმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც რუსი ფეხბურთელები ხორვატიასთან პენალტების სერიის შედეგად დამარცხდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე