ჯასტინ ბიბერი სტივენ ბოლდუინის ქალიშვილზე დაქორწინდა

საქართველო, თბილისი - 17:44 | 09.07.2018
ნანახია: 2295

მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა თავის შეყვარებულს სუპერმოდელ ჰეილი ბოლდუინს ხელი რომანის დაწყებიდან ერთი თვის თავზე სთხოვა. მათი ქორწინების შესახებ ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ქერათმიანი მოდელი ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა.

ტაბლიოდების ცნობით, ჯასტინმა ჰეილის ცოლობა ბაჰამის კუნძულებზე გასულ შაბათს სთხოვა და ისიც დათანხმდა.

მოდელისა და მომღერლის რომანის შესახებ ხმები მაიამიში მათი ერთობლივი დასვენების შემდეგ გავრცელდა. შეყვარებულები ერთმანეთს განსაკუთრებული სინაზითა და სითბოთი ეპყრობოდნენ.

ჰეილი ჰოლივუდის ცნობილი მსახიობის სტივენ ბოლდუინის ქალიშვილია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე