ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:25 | 09.07.2018
ნანახია: 1240

9 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4448 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4460 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.12 თეთრი შეადგინა. 

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8773 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8635 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.38 თეთრი შეადგინა. 

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5406 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.2589 ლარი ეღირება. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 10 ივლისიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე