Starbucks-ი პლასტმასის საწრუპებს სრულად 2020 წლამდე ამოიღებს

საქართველო, თბილისი - 17:10 | 09.07.2018
ნანახია: 1233

Starbucks-ი პლასტმასის საწრუპებს სრულად 2020 წლამდე  ამოიღებს და სანაცვლოდ ალტერნატიული მასალისგნ დამზადებულ მილებსა და ახალ სახურავებზე გადავა. ამის შესახებ Dow Jones-ი იუწყება.

Starbucks-ის გათვლით წელიწადში მისი კაფეების 1 მილიარდზე მეტ პლასტმასის საწრუპს მოიხმარდნენ.

კომპანიამ განაცხადა, რომ უკვე შეიმუშავა და გამოუშვა სახურავები საწრუპის გარეშე, რომელიც სტანდარტი იქნება ყავის, ჩაისა და ესპრესოსთვის.

პირველად საუხრავებს საწრუპის გარეშე სიეტლისა და ვანკუვერის მომხმარებელბი გამოიყენებენ, ეს უკვე ამ შემოდგომაზე მოხდება.

2019 წელს Starbucks-ი აშშ-სა და კანადაში ახალ ფორმატზე გადავა, შემდეგ სახურავები საწრუპის გარეშე მთელს მსოფლიოში კომპანის ყველა კაფეში გამოჩნდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე