ხორვატიის ნაკრებისთვის ფორმებს „აჭარა ტექსტილე“ კერავს

საქართველო, თბილისი - 16:28 | 09.07.2018
ნანახია: 982

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი, შპს „აჭარა ტექსტილე“ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის გამორჩეულ, კერძოდ ხორვატიის ნაკრებისთვის ფორმებს კერავს.

ქართული ექსპორტიორი კომპანია შპს „აჭარა ტექსტილე“  2008 წლიდან საფეიქრო მრეწველობის დარგში მოღვაწეობს და წლების განმავლობაში თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima და ა.შ. აღსანიშნავია, რომ კომპანიას, ქ. ბათუმში და ქობულეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ბობოყვათში არსებულ ორ სამკერვალო ქარხანაში დასაქმებული ჰყავს 2 500 საქართველოს მოქალაქე. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კი, კომპანიამ მარტიდან ასორტიმენტის გაფართოება და ქ. ფოთში ახალი საწარმოს აშენება შეძლო, რომლის  ფარგლებშიც დამატებით 3 000 ადამიანი დაასაქმა.

აღსანიშნავია, რომ  ახალი საწარმოს ამოქმედების შედეგად, კომპანია თანამშრომლობს  ისეთ ბრენდებთან როგორებიცაა New Balance და Under Armour. ამჟამად კომპანია, წლიურად 10 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს.

შპს “აჭარა ტექსტილი“ საქართველოს ეკონ­ომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარ­გლებში, როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურულიმხარდაწერიტთ სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადა­ფი­ნა­ნსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. ამასთანავე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოს ასაშენებლად კომპანიას ქალაქ ფოთში მდებარე 40 777 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები გადაეცა. ფოთის პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 40 მლნ ლარს შეადგენს. ზემოთ ხსენებული სამივე პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი  80 მლნ ლარია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე