ბრიტანეთმა სირიაში ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ პირველი ავიადარტყმები განახორციელა

საქართველო, თბილისი - 09:52 | 03.12.2015
ნანახია: 1713

დიდი ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა სირიაში ”ისლამური სახელმწიფოს” პოზიციების წინააღმდეგ პირველი ავიადარტყმები განახორციელეს.

ოთხი ბომბდამშენი Tornado კვიპროსის ავიაბაზიდან მას შემდეგ აფრინდა, რაც ბრიტანეთის პარლამენტმა ოფიციალურად მხარი დაუჭირა ტერორისტების წინააღდმეგ სამხედრო ოპერაციას.

შესაბამის გადაწყვეტილებას პარლამენტის 397-მა წევრმა 223-ის წინააღმდეგ მისცა ხმა. კენჭისყრამდე დებატებმა 10 საათს გასტანა.

დიდი ბრიტანეთი წელიწადზე მეტია ერაყში ”ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებს ბომბავს. პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი სირიის ტერიტორიაზე ოპერაციის გაფართოვების ინიციატივით რამდენიმე ხნის წინ გამოვიდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე