კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსთან“ კონტრაქტს ხელი მოაწერა

საქართველო, თბილისი - 13:11 | 05.07.2018
ნანახია: 1249

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი პრეზიდენტი ლუჩანო მოჯი აცხადებს, რომ „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ მიუნხენში სამედიცინო გამოკვლევა უკვე ჩაიტარა და „იუვენტუსთან“ კონტრაქტს ხელი მოაწერა. „რამდენადაც ვიცი, მან უკვე მოაწერა ხელი  და მიუნხენში სამედიცინო გამოკველვა გაიარა“, - დაწერა მოჯიმ Twitter-ში. გავრცელებული ინფორმაციით, „იუვენტუსი“ 33 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის 100 მლნ ევროს გადაიხდის. რონალდუს ხელფასი იტალიიის კლუბში წელიწადში 30 მლნ ევრო იქნება.

რონალდუმ „რეალიდან“ წასვლის შესახებ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ განაცხადა. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი სამეფო კლუბის პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან კონფლიქტი გახდა. გასულ სეზონში რონალდუმ „რეალის“ შემადგენლობაში 42  თამაში ჩაატარა და 42 გოლი გაიტანა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე