მადრიდის „რეალი“ ნეიმარისთვის 310 მლნ ევროს იხდის

საქართველო, თბილისი - 12:33 | 03.07.2018
ნანახია: 1271

მადრიდის „რეალმა“ მოლაპარაკებები დაიწყო პსჟ-სთან ბრაზილიელი ფორვარდის ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით. „რეალის“ ხელმძღვანელობა ნეიმარისთვის შვიდწლიან კონტრაქტს ამზადებს. მადრიდელებმა ფრანგებს 310 მლნ ევრო შესთავაზეს.

მედიის ცნობით, მომავალი კონტრაქტი, წელიწადში 45 მლნ ევროს ითვალისწინებს.

ნეიმარი პსჟ-მ გასულ ზაფხულს "ბარსელონადან" 220 მილიონ ევროდ შეიძინა და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელადაც იქცა.

ამის შემდეგ ბრაზილიელი ჟურნალისტი მარსელო ბეჰლერი წერდა, რომ  ნეიმარი სულ უფრო ხშირად ნანობს „ბარსელონას“ დატოვებას. მისი დედა და ვაჟი კვლავაც კატალონიაში ცხოვრობენ, მათ გარეშე კი, 25 წლის ფეხბურთელი თავს მარტო გრძნობს. გარდა ამისა, ნეიმარს პარტნიორებთან ურთიერთობა არ აეწყო. საქმე ისაა, რომ ბრაზილიელი პრივილიგირებულ მდგომარეობაშია და ეს მის თანაგუნდელებს არ მოსწონთ. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე