"სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს" პირველ სხდომაზე 50-მდე ფედერაციის აღიარების საკითხი განიხილეს

საქართველო, თბილისი - 17:53 | 02.12.2015
ნანახია: 1906

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში "სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს" პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ, მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი (საბჭოს თავმჯდომარე) და საბჭოს წევრები - მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია და შალვა გოგოლაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე; ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი, გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და ვასილ ლიპარტელიანი სამინისტროს, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის, სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გადადის სპორტულ ორგანიზაციებთან (ასოციაცია, ფედერაცია, კავშირი, კომიტეტი) თანამშრომლობის ახალ ფორმატზე, რაც ითვალისწინებს შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე მათი აღიარებისა და დაფინანსების საკითხების განხილვას.

აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, შესაბამის კრიტერიუმებზე დაყრდნობით, სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს "სპორტული ორგანიზაციაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭო".

საბჭოს წარმომადგენლობითია და მასში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობას იღებენ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ეროვნული ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები. სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების ხუთი ძირითადი კრიტერიუმია - 1. პრიორიტეტული სპორტის სახეობა; 2. პოპულარობა, ტრადიციები; 3. წარმატება, წარმატების პერსპექტივა; 4. კარგი მმართველობა; 5. მასობრიობა.

საბჭოს მორიგი სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე