ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს წინააღმდეგ „შავ სიას“ ადგენს

საქართველო, თბილისი - 15:28 | 28.06.2018
ნანახია: 1739

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ე.წ. სპიკერმა, პეტრე გასიევმა კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავრობის მიერ შედგენილ - "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სიებთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, თბილისმა შეადგინა სანქციების სია, სადაც შევიდნენ პირები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული საქართველოს წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში 1991 წლიდან მოყოლებული. პარლამენტი უკვე დიდი ხანია ამუშავებს კანონპროექტს შექმნას საკუთარი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სია, რომელსაც პირობითად დაერქმევა "გრიგოლ სანაკოევის" სახელი. მისი ვარაუდით ამ "სიას" წლის ბოლოსთვის მიიღებენ.

"სია აუცილებლად შეიქმნება და მასში შევლენ საქართველოს, ამერიკის, უკრაინის და სხვა იმ ქვეყნების მოქლაქეებიც რომლებიც მონაწილეობდნენ კონფლიქტში, მინიმუმ 2008 წლის აგვისტოს ომში“ - განაცხადა ე.წ. სპიკერმა. 

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის თბილისის გადაწყვეტილების საპასუხო რეაქცია, რადგან „სანაკოევის სიის“ მზადება ორი წლის წინ დაიყო.

"ჩვენ ამ სიას ბოლომდე მივიყვანთ და ეს იქნება ღია და საჭიროების შემთხვევაში გაფართოვდება და განახლდება“ - აღნიშნა მან.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე