მაიკლ ჯექსონის მამა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 13:29 | 28.06.2018
ნანახია: 1361

პოპ-მუსიკის ლეგენდის მაიკლ ჯექსონის მამა ჯო ჯექსონი ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა. ის ცოტა ხნის წინ კიბოს ბოლო სტადიის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პროდიუსერი ჯო ჯექსონი 89 წლის იყო.

გამოცემა TMZ-ის ცნობით, მას ჯანმრთელობის პრობლემები რამდენიმე წლის წინ დაეწყო. 2015 წელს ჯომ გულის სამი შეტევა გადაიტანა, 2016 წელს კი გარკვეული დროის მანძილზე საავადმყოფოში იწვა და მკურნალობას გადიოდა.

ჯო ჯექსონი ჯგუფ The Jackson Five-ის მისიკალური მენეჯერი იყო.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე