ხმები დიეგო მარადონას საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ, არ დადასტურდა

საქართველო, თბილისი - 15:46 | 27.06.2018
ნანახია: 1289

მთელმა მსოფლიომ დიდი მღელვარება გადაიტანა არამხოლოდ არგენტინისა და ნიგერიის ნაკრებების შეხვედრისას, არამედ ლეგენდარული ფეხბურთელის დიეგო მარადონას ჯანმრთელობის გამო, რომელიც მატჩის მსვლელობისას ტრიბუნაზე შეუძლოდ გახდა. დიეგოს წნევა დაუვარდა და მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გახდა საჭირო. ზოგიერთმა მედია საშუალებამ გაავრცელა ინფრომაცია სპორტსმენის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებაც. თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

კოლუმბიელმა ჟურნალისტმა პატრისია ვილიეხასმა თავის „ტვიტერში“ გამოაქვეყნა დიეგო მარადონას ფოტო, სადაც ის სრულიად ჯანმრთელად გამოიყურება. ახლა გულშემატკივრებს შეუძლიათ აღარ ინერვიულონ.

შეგახსენებთ, გუშინ არგენტინის ნაკრებმა ნიგერიელები 2:1 დაამარცხა და პლეი-ოფში გადავიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე