ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ ქეით მიდლტონი პრინცესას ტიტულს მიიღებს

საქართველო, თბილისი - 14:16 | 26.06.2018
ნანახია: 2303

 

ინგლისის დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ კემბრიჯის ჰერცოგინია კეტრინი ახალ ტიტულს მიიღებს.

იმის მიუხედავად, რომ ელისაბედ მეორე თავს შესანიშნავად გრძნობს და რეგულარულად ესწრება ღონისძიებებს, სასახლის კართან დაახლოებული პირები უკვე განიხილავენ, თუ რა მოხდება მისი სიკვდილის შემდეგ. სავარაუდოდ, ერთ-ერთი პირველი ცვლილება ქეით მიდლტონს შეეხება.

საქმე იმაშია, რომ პრინცი ჩარლზი ტახტზე ასვლის შემდეგ პრინც უილიამს უელსის პრინცის ტიტულს გადასცემს. შესაბამისად ქეით მიდლტონი უელსის პრინცესა გახდება (სწორედ ასეთ ტიტულს ატარებდა პრინცესა დიანა). პრინცი ჰარი და მეგან მარკლი კი კვლავაც სასექსის ჰერცოგად და ჰრეცოგინიად დარჩებიან, რადგან პრინც ჰარი ტახტის მემკვიდრეთა რიგში ძალიან უკან დგას.

ელისაბედ მეორე კი ტახტის გათავისუფლებას არ ჩქარობს. ცოტა ხნის წინ ის და მეგან მარკლი ჩეშირში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეობა მიიღო ხიდისა და თეატრის გახსნაში.

 

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე