მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლი დასახელდა

საქართველო, თბილისი - 14:34 | 25.06.2018
ნანახია: 2253

მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლი აშშ-ში დასახელდა. სპეციალურ კონკურსში ცხრა წლის ინგლისურმა ბულდოგმა ჟა ჟამ გაიმარჯვა. მის პატრონს მეგან ბრეინარდს პრიზის სახით 1500 დოლარი გადასცეს.

შინაური ცხოველის პატრონმა ის სპეციალურ საიტზე იპოვა. ნიშანი, რომელიც  ჟა-ჟას განსაკუთრებულობაზე მიუთითებს, მისი ძალიან გრძელი ენაა.

წელს კონკურსი World's Ugliest Dog-ი 30-ედ ამერიკის ქალაქ პეტალუმაში გაიმართა. მთავარი პრიზისთვის 14 ძაღლი იბრძოდა.

მსგავსი ასპარეზობის ორგანიზატორებმა იმისთვის გამართეს, რომ ადამიანებს მოუწოდონ მეურვეობის ქვეშ  არამხოლოდ ლამაზი, შეუხადავი ცხოველებიც აიყვანონ. „ეს მხიარული საშუალებაა დავამტკიცოთ, რომ ყველა ცხოველი უსაფრთხო სახლსა და მოსიყვარულე ოჯახს იმსახურებს“, - განაცხადეს კონკურსის ორგანიზატორებმა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე