რამზან კადიროვთან შეხვედრის გამო მოჰამედ სალაჰი პოლიტიკურ სკანდალში გაეხვა

საქართველო, თბილისი - 14:08 | 25.06.2018
ნანახია: 1352

ინგლისის „ლივერპულისა“ და ეგვიპტის ნაკრების ფორვარდი მოჰამედ სალაჰი პოლიტიკურ სკანდალში გაეხვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა მას ჩეჩნეთის რესპუბლიკის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა.

კადიროვის თბილი მიღება დასავლეთის მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, რაც სალაჰს არ მოეწონა. რეპუტაციამ, რომლითაც კადიროვი დასავლეთში სარგებლობს, სალაჰისა და ეგვიპტის ნაკრების იმიჯს მძიმე დარტყმა მიაყენა.

CNN -მა ჩეჩნეთის ლიდერს უწოდა პოლიტიკოსი, რომელმაც ოპოზიცია გაანადგურა და რუსულ არმიასთან ერთად ორი ათწლეულის განმავლობაში იბრძოდა. ტელეარხის ცნობით, კადიროვისა და სალაჰის ერთობლივი ფოტოები მსოფლიო ჩემპიონატის მოვლენების ყველაზე განხილვადი თემა გახდა.

მოჰამედ სალაჰის გარემოცვაზე დაყრდნობით, CNN-ი სკანდალის მიმართ ფეხბურთელის ნეგატიურ დამოკიდებულებაზე საუბრობს. მისი ცნობით, სალაჰს არ სურს პოლიტიკურ სკანდალში გახვევა და ეგვიპტის ნაკრებიდან წასვლაზე ფიქრობს.

რამზან კადიროვმა მოჰამედ სალაჰის საპატივსაცემოდ სადღესასწულო ვახშამი გამართა და მას ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე