ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომლის გენერალური სპონსორიც საქართველოს ბანკია, საერთაშორისო ოლიმპიური დღე სპორტული აქტივობებით აღნიშნა
საქართველო, თბილისი - 11:42 | 25.06.2018 ნანახია: 265
საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა საერთაშორისო ოლიმპიური დღე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ოლიმპიური გარბენით აღნიშნა.
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა კუს ტბაზე ორგანიზება გაუწია მასობრივ ოლიმპიურ გარბენს. გარბენში მოხალისეებთან ერთად სტარტი აიღეს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებმა და პრიზიორებმა, სხვა ცნობილმა სპორტსმენებმა.
გარბენის გარდა გაიმართა სხვა საინტერესო სპორტული აქტივობები, როგორიცაა: ველოსპორტი; მძლეოსნობა; ფარიკაობა; ხელბურთი; ტყვიის სროლა; მშვილდოსნობა; კალათბურთი; ფრენბურთი; მხიარული სტარტები; ჭადრაკი; ძალოსნობა; ჩერლიდინგი; კარატე. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
გარბენის თითოეულ მონაწილეს გადაეცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სპეციალური საჩუქრებით.
საერთაშორისო ოლიმპიური დღის დაწესების 70 წლისთავისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ოლიმპიური გარბენის შემდეგ ქართველ ოლიმპიელთა ფორუმი გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდა 1952-2018 წლების ყველა ქართველი ოლიმპიელი.
ფორუმზე მოწვეული იყვნენ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, საპატიო სტუმრის სტატუსით ფორუმს ესწრებოდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების, ოლიმპიელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელები, საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენები.
ინფორმაციისთვის: 1952-2018 წლებში, საბჭოთა ეპოქაში და დამოუკიდებლობის პერიოდში, ზაფხულისა და ზამთრის 27 ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს ჰყავდა 395 ოლიმპიელი. ქართველ ოლიმპიელებს სპორტის 21 სახეობაში სულ მოპოვებული აქვთ 126 ოლიმპიური მედალი, მათ შორის – 39 ოქროს მედალი.
საქართველოს ბანკი ყველა ოლიმპიელს ულოცავს საერთაშორისო ოლიმპიური დღის დაწესების 70 წლისთავს და უსურვებს მათ წარმატებებს და გამარჯვებებს!
კონფლიქტები
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბერლინში გამართულ გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა
- დიმიტრი მედოევის განცხადება არის ცალსახა პროვოკაცია, რომლის მიზანია საზოგადოების დაშინება - ქეთევან ციხელაშვილი
- ადრე თუ გვიან ყაზბეგი ოსეთს დაუბრუნდება - ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ მოქალაქე დააკავეს
ბიზნესი
- ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის უნიკალური PLUS გამოცდილება ის, რასაც ფულით ვერ იყიდი
- SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენა "ხავერდის მზე" გაიმართება
- საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია რედკო და სამშენებლო კომპანია ანაგი თანამშრომლობას იწყებენ
- PSP-ში ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური აქციები მიმდინარეობს
თავდაცვა
- კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ახალწვეულებს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი წვევამდელი კლინიკაში გადაიყვანეს
- ხვალიდან, სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყება
- სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასები 100-დან 500 ლარამდე გაიზრდება
- 2019 წლის მთავარი პრიორიტეტი იქნება თავდაცვის ძალების ტოტალური თავდაცვის პრინციპის საფუძველზე ორგანიზება - ლევან იზორია
სპორტი
- ფეხბურთის ფედერაცია თურქეთში ქართველი ფეხბურთელების დაკავების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
- ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
- თორნიკე შენგელია სარეკლამო კლიპში „სამეფო კარის თამაშების“ გმირს განასახიერებს (ვიდეო)
- ბრიტანეთის პოლიციამ ფეხბურთელ ემილიანო სალას სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა