ვთვლი, რომ დათო სარალიძის შემთხვევა ჯგუფური მკვლელობაა - ლევან დადუნაშვილის დედა

საქართველო, თბილისი - 16:32 | 22.06.2018
ნანახია: 1020

ვიდრე გ.ბ-მ ლევანთან მივიდოდა, მანამდე ჰქონდა გაშლილი დანა და მონაწილეობას იღებდა ჩხუბში - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლილი ლევან დადუნაშვილის დედამ, ნათია საყვარელიძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

ის ვარაუდობს, რომ ვიდრე მსჯავრდებული გ.ბ. მის შვილს დანით ჭრილობას მიაყენებდა, იქამდე დავით სარალიძის წინააღმდეგაც ექნებოდა დანა გაშლილი. მისთვის გაუგებარია, რატომ მიიჩნევა, რომ დავით სარალიძის 12 ჭრილობიდან არტერიაში მიყენებულმა ჭრილობამ განაპირობა გარდაცვალება.

„დათო სარალიძესთან მიმართებით, როცა ამბობენ, რომ სასიკვდილო ჭრილობა კონკრეტულად არის არტერია, მე აქ არ დავეთანხმებოდი. 12 ჭრილობიდან არ შეიძლება, ერთი კონკრეტული გამოყო, არტერია ძალიან სწრაფია და იმან უბრალოდ დაასწრო, ესეიგი გამოდის, რომ ვინც არტერია გადაჭრა, მარტო ის არის მკვლელი – ესეც არ მესმის. მე ვთვლი, რომ დათო სარალიძის შემთხვევა ჯგუფური მკვლელობაა. ჩემი აზრი ეს არის“, – განაცხადა ნათია საყვარელიძემ.

მის განმარტებით, სასამართლოზე იმის გამო დადიოდა, რომ მისი შვილის მკვლელობა უდანაშაულოს არ დაბრალებოდა.  

"ერთადერთი მიზანი, რატომაც სასამართლო პროცესებზე დავდიოდი ის იყო, რომ ზუსტად გამეგო, ნამდვილად იყო თუ არა გ.ბ. ჩემი შვილის მკვლელი, რადგან შიშიც მაქვს და ნამდვილად არ მინდა, ამხელა უბედურება ვინმეს დაბრალდეს, – დასძენს საყვარელიზე. 

მისი თქმით, ლევან დადუნაშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ იყო ბევრი მტკიცებულება და მოწმეთა ჩვენებები.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე