ბრიტანულმა სასამართლომ გენდერულად ნეიტრალური პასპორტების გაცემის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა

საქართველო, თბილისი - 15:55 | 22.06.2018
ნანახია: 784

დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ გენდერულად ნეიტრალური პასპორტების გაცემის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ბრიტანელი უფლებადამცველები მოითხოვდნენ, რომ პასპორტების გაცემის მიმდინარე პროცესი დისკრიმინაციულია და ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ კონვენციას არ პასუხობს.

აქტივისტების წარმომადგენელმა კრისტინ ელან-კეინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას არ აქვს უფლება აიძულოს ადამიანები დოკუმენტების შევსებისას თავიანთი სქესი მიუთითოს.

სარჩელს აპრილიდან განიხილავდნენ, მოსმენებზე მოსარჩელე მხარის ადვოკატი ქეით გალაფენტი აცხაედებდა, რომ დოკუმენტში სქესის მითითების მოთხოვნა არღვევს მოქალაქეების პირადი ცხოვრების უფლებას და სქესის ნიშნით დისკრიმინაციას წარმოადგენს.

სქესის მითითების გარეშე პასპორტები გაიცემა ავსტრალიაში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, ინდოეთში, პაკისტანსა და მალაიზიაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე