მოსამართლის განჩინებაში „ბასიანის“ ძველი საიდენტიფიკაციო კოდი იყო მითითებული და შსს-სმ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაატარა - შსს

საქართველო, თბილისი - 15:09 | 22.06.2018
ნანახია: 860

შინაგან საქმეთა სამინისტრო კლუბ "ბასიანში" შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყება განმარტავს, ვინაიდან მოსამართლის განჩინებაში მითითებული იყო შპს „ბასიანის“ ძველი საიდენტიფიკაციო კოდი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები.

"დღეს, 22 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიმართეს შპს „ბასიანის“ ადმინისტრაციას მოსამართლის 24 მაისის განჩინებით (რომლის მოქმედების ვადაა 30 დღე) და განუმარტეს, რომ ამ განჩინების საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო საგამოძიებო მოქმედებები საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის ადმინისტრაციას წინააღმდეგობა არ გაუწევია.
ვინაიდან მოსამართლის განჩინებაში მითითებული იყო შპს „ბასიანის“ ძველი საიდენტიფიკაციო კოდი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები. ხარვეზის აღმოფხვრის შემდგომ კლუბ ბასიანში განხორციელდება საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე