აშშ 20 ათას მიგრანტ ბავშვს სამხედრო ბაზებზე გადაიყვანს

საქართველო, თბილისი - 15:21 | 22.06.2018
ნანახია: 943

აშშ 20 ათასი მიგრანტი ბავშვის გადაყვანას ამერიკის სამხედრო ბაზებზე გეგემავს. ამის შესახებ The New York Times-ი ინფორმაციას პენტაგონის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მექსიკის საზღავრზე შექმნილი მიგრაციული კრიზისის ფონზე მიიღო.

საუბარია იმ მიგრანტ ბავშვებზე, რომლებიც აშშ-ში ზრდასრულთა თანხლების გარეშე ჩავიდნენ, ასევე მათზე, ვისი მშობლებიც საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დააკავეს. აშშ-ის თავდაცვის უწყებაში ბავშვების სამხედრო ბაზებზე განთავსების დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ.

გავრცელებული ცნობით, 20 ათასი ადგილი უკვე გამოყვეს ტეხასსა და არკანზასის სამხედრო ბაზებზე.
 მაისში აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა არალეგალურ მიგრაციას „ნულოვანი ტოლარენატობა“ გამოუცხადა. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის ფარგლებში, საზღვარზე უკანონოდ გადასული ზრდასრულების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღიძრებოდა, დაკავებული მიგრანტები ბავშვები კი მშობლებთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების დასრულებამდე სპეციალურ ცენტრებში გადაჰყავდათ. აშშ-ის ხელისუფლების ქმედებებმა მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

20 ივნისს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არალეგალი მიგრანტების ოჯახების გაყოფის შეწყვეტის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ამასთან, სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, 500-მდე მიგრანტი ბავშვი უკვე დაუბრუნდა მშობლებს. სულ სპეციალურ ცენტრებში ბოლო ორ თვეში ორი ათასამდე არასრულწლოვანი გადაიყვანეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე