მამუკა ბახტაძის მიერ ენმ-სთვის თანხის გადარიცხვის საკითხს აუდიტის სამსახური შეისწავლის

საქართველო, თბილისი - 14:21 | 22.06.2018
ნანახია: 792

მამუკა ბახტაძის მიერ ენმ-სთვის თანხის გადარიცხვის საკითხს აუდიტის სამსახური შეისწავლის. გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა დაადასტურა, რომ მისი უწყება მამუკა ბახტაძის მიერ 2012 წლის აგვისტოში ენმ-სთვის განხორციელებული შემოწირულობის საკითხს  შეისწავლის და ყველა კითხვას გასცემს პასუხს. 

„ჩვენ არასამთავრობო სექტორმა მოგვმართა. ბუნებრივია, აღნიშნულ საკითხს შევისწავლით და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გავცემთ პასუხს. არსებობს კითხვები, არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რაზეც არასამთავრობო სექტორმა ოფიციალურად მოგვმართა. ჩვენ მოვახდენთ საკითხის შესწავლას, ექსპერტიზას და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არგუმენტირებულ პასუხს გავცემთ“, – განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე