საბაგიროს გაუმართაობის გამო შვეიცარიის მთიდან 400-მდე ტურისტი ვერტმფრენებით ჩამოიყვანეს

საქართველო, თბილისი - 14:00 | 22.06.2018
ნანახია: 729

საბაგიროს გაუმართაობის გამო, შვეიცარიის ერთ-ერთი მთიდან 400-მდე ადამიანის ვერტმფრენებით ევაკუაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-იავრცელებს.

ინციდენტი პიც გლორიას მთაზე მოხდა. ეს მთა შვეიცარიის ღირსშესანიშნაობაა. 

მწვერვალზე დარჩენილი ხალხის ევაკუაციისთვის ოთხი ვერტმფრენის გამოყენება გახდა საჭირო. ისინი ახლომდებარე სამთო კურორტზე გადაიყვანეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც საბაგიროს ოპერატორის კომპანიის Schilthorn AG-ის განცხადებაშია აღნიშნული, გონდოლა ტექნიკური დეფექტის გამო გაითიშა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე