თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 13:37 | 22.06.2018
ნანახია: 741

თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. შემთხვევისას სამი მანქანა დაზიანდა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე