რეპერი XXXTentacion-ი სიკვდილის შემდეგ მამა გახდება

საქართველო, თბილისი - 13:02 | 22.06.2018
ნანახია: 1470

რეპერი XXXTentacion-ი სიკვდილის შემდეგ შესაძლოა მამა გახდეს. ამის შესახებ დედამისმა კლეოპატრა ბერნარდმა მიანიშნა, როდესაც სოციალურ ქსელში ულტრაბგერითი კვლევის ფოტოსურათი გამოაქვეყნა.

ქალმა ასევე დაწერა, რომ მისმა შვილმა ოჯახს ბოლო საჩუქარი გაუკეთა. ჟურნალისტები არ ფლობენ ინფორმაციას, ვინ შეიძლება იყოს ბავშვის დედა.

ნათესავების  მხრიდან ეს ინფომრცია ოფიციალურად ასევე არ დადასტურებულა. 20 წლის ჯასეი დუეინ ონფროი შემოქმედებითი ფსევდონიმით XXXTentacion-ი მოტოსალონთან 18 ივნისს მოკლეს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ის 22 წლის დედრიკ დი უილიამსია. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მან რამდენიმე დანაშუალის ჩადენა უკვე მოასწრო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე