რაც 6 წელიწადში ვერ გაკეთდა, ის 2 წელიწადში ვეღარ გაკეთდება - უსუფაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე

საქართველო, თბილისი - 12:45 | 22.06.2018
ნანახია: 835

დღეს ხელისუფლება ცდილობს რაღაც ხვრელების ამოვსებას, რომ ნავი წყლით არ აივსოს, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. 

მისი თქმით, რაც 6 წელიწადში ვერ გაკეთდა, ის 2 წელიწადში ვეღარ გაკეთდება, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როცა 2012 წლისგან განსხვავებით დღეს ენთუზიაზმი, შემართება და მუხტი არის გაცილებით დაბალი.

„დღეს ხელისუფლება ცდილობს რაღაც ხვრელების ამოვსებას, რომ ნავი წყლით არ აივსოს. თუ ახლა ვინმე მიზნად დაისახავს, რომ ორ წელიწადში ჯადოსნური ჯოხით სასწაული მოახდინოს, ეს ვერ მოხდება. საჭიროა ხელისუფლებას ჰქონდეს რეალისტური, ზომიერი და მიღწევადი ამოცანები. ეს ამოცანებია სტაბილურობის შენარჩუნება 2020 წელს სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად“, - განაცხადა უსუფასშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე