თბილისში, წერეთლის გამზირზე "მეგატექნიკის" მაღაზია გაქურდეს

საქართველო, თბილისი - 12:27 | 22.06.2018
ნანახია: 1300

თბილისში, წერეთლის გამზირზე, "მეგატექნიკის" მაღაზია გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია მობილური ტელეფონები. 

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე