იტალიაში მაღაზიიდან ალკოჰოლის მოპარვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:23 | 22.06.2018
ნანახია: 918

იტალიაში საქართველოს 30 წლის მოქალაქე მაღაზიიდან ალკოჰოლის მოპარვის მცდელობისას დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ის მაღაზიიდან ალკოჰოლური სასმლის მოპარვას შეეცადა, რა დროსაც მაღაზიის გამყიდველმა შენიშნა. 

მან გაქცევა სცადა, თუმცა ის მაღაზიაში მყოფმა პოლიციელმა დააკავა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, საქართველოს მოქალაქე ქურდობაზე მანამდეც იყო ნასამართლევი. და მისი იტალიაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთი ვადაგასული აღმოჩნდა.

საქართველოს მოქალაქე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე